ძიუდო | ევროპის გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია #1TVSPORT

22:50, 06.11.2026

ძიუდოს ევროპის გუნდური (3 მამაკაცი, 3 ქალი) ჩემპიონატი ხვალ, 7 ნოემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონია. კონტინენტის პირველობაზე მედლების მოსაპოვებლად 13 ნაკრები იბრძოლებს.

წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი პირველ რაუნდს გამოტოვებს. მეოთხედფინალში კი უნგრეთსა და ბელარუსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთის ან იტალიის ეროვნული გუნდი იქნება. საქართველო 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

კაცები

(73 კგ) ლაშა შავდათუაშვილი, თენგო ზირაქიშვილი.

(90 კგ) ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი.

(+90 კგ) გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

ქალები

(57 კგ) ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.

(70 კგ) ნინო გულბანი.

(+78 კგ) სოფიო სომხიშვილი.

მსგავსი