თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები უახლესი ქართული მოკლემეტრაჟიანი – დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩამონათვალს აქვეყნებენ, რომელიც „პრომეთეს“ჯილდოს მოპოვებას შეეცდებიან.
პროგრამაში „ქართული პანორამა“ სულ 15 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს. საერთაშორისო ჟიური კი, მათგან ერთ საუკეთესოს გამოარჩევს.
კვალიფიციური ჟიური თხუთმეტიდან შეარჩევს ერთ ფილმს და გადასცემს პრიზს „პრომეთე“ – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის.
საკონკურსო ფილმების ჩამონათვალი კი ასეთია:
1. “8 წუთი” – რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დავით აბრამიშვილი
2. “ანდრო” – რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი
3. “ანა” – რეჟისორი მარგო ზუბაშვილი
4. “დასასრული” – რეჟისორი ნინი სარდლიშვილი
5. “თევზაობა” – რეჟისორი თორნიკე ბზიავა
6. „თოთხმეტი კრისტალის თეორია” – რეჟისორი გიორგი მასხარაშვილი
7. „კიბე” – რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი
8. “სამი საფეხური” – რეჟისორი იოსებ სოსო ბლიაძე
9. „სრულყოფილი შეკვეთა” – რეჟისორები კატალინა ბაქრაძე, ანნა სარუხანოვა
10. „ფრანი” – რეჟისორი ვლადიმერ სულაქველიძე
11. „შეხვედრა მაცივართან” – რეჟისორი ხათუნა ხუნდაძე
12. “ჯინო” – რეჟისორი დავით კიკნაველიძე
13. „ჯიბის კაცი” – რეჟისორი ანა ჩუბინიძე
14. „ჰალკი” – რეჟისორები გიგა ბაინდურაშვილი, სანდრო ნავერიანი
15. “ჰორიზონტი” – რეჟისორი დავით კიკნაველიძე
თბილისის რიგით მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი 4-10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.