უკრაინელ რეჟისორ სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცა
უკრაინელ რეჟისორ სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცა

უკრაინელ რეჟისორ სერგეი ლოზნიცას თბილისის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცა.

კინოთეატრ „ამირანში“ მისი ფილმის, „დონბასის“ პრემიერაც გაიმართა. როგორც რეჟისორმა პირველ არხს განუცხადა, ეს ფილმი უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზეა, რაც აქტუალური თემაა საქართველოსთვისაც.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას სამი ახალი ფილმია წარმოდგენილი – „დონბასი”, „პროცესი“ და „გამარჯვების დღე“.

2010 წელს უკრაინელი რეჟისორის ფილმი „ჩემი ბედნიერება” კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 2012 წელს კი, ასევე, კანში ფილმი „ნისლში” ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული.

2014 წელს ლოზნიცამ „მაიდანი” გადაიღო, რომელიც 2013-2014 წლის კიევის საპროტესტო აქციებს აღწერდა.

 

დატოვე კომენტარი