პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ექვს ახალ წევრს ირჩევენ
პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ექვს ახალ პროკურორ წევრს ირჩევენ.
კონფერენციამ ექვსი წევრი საპროკურორო საბჭოს წევრობის 12 კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს.
საბჭოს მოქმედ, ექვსივე პროკურორ წევრს ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის N1 კვოტაზე წარდგენილი არიან: ამირან გულუაშვილი და ირაკლი მირცხულავა; საქართველოს გენერალური პროკურატურის N3 კვოტაზე: გვანცა გვიმრაძე და ეკატერინე ხარებავა.
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა N4 კვოტაზე წარდგენილი არიან: ირაკლი გაჩეჩილაძე და გიორგი კვარაკვახიძე.
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული-საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების N5 კვოტაზე წარდგენილი არიან: ზურაბ კოჭლამაზაშვილი და ვლადიმერ ნარინდოშვილი.
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების N6 კვოტაზე არჩევანი მერაბ ჯერანაშვილსა და გოჩა ქორაიას შორის უნდა გაკეთდეს.
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა N8 კვოტაზე წარდგენილი არიან: არჩილ ბედუკაძე და ილია ჯანაშია.
უფლებამოსილების ვადა კი, ეწურებათ საპროკურორო საბჭოს წევრებს: გოჩა ფარულავას, კოტე სირაძეს, გიგა ძნელაძეს, ანა კალანდაძეს, ანზორ უსტიაძესა და მამუკა ფიფიას.