პროკურორი - ბაჩო ახალია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა
პროკურორი - ბაჩო ახალია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეში ბაჩო ახალია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა,  – ამის შესახებ საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას მიმართ ეს მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენია.

„დღევანდელი განაჩენით, სასამართლომ ბრალდებულები ბაჩანა ახალია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მათ შორის სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, ასევე მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ორგანიზებაში.

ახალია დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ლონდარიძისა და გიორგი გორელაშვილის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში. საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით და აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

ეს მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენია ბაჩანა ახალაიას მიმართ“,- განაცხადა პროკურორმა.