წინასწარი ვერსიით, გენერალმა პრალიაკმა სასამართლო დარბაზში ციანიდი დალია
ბოსნიელი ხორვატების გენერალმა, სამხედრო დამნაშავე სლობოდან პრალიაკმა ჰააგის სასამართლო დარბაზში ციანიდი დალია. ამის შესახებ ჰოლანდიელმა პროკურორებმა წინასწარი გამოძიების ჩატარების შემდეგ განაცხადეს.
პროკურორების მტკიცებით, პრალიაკმა საწამლავი მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ 1990-იან წლებში ბოსნიის ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ციანიდის დალევამდე, პრალიაკმა ომის დანაშაულის ჩადენა უარყო. ჰოლანდიის ხელისუფლება ამჟამად იძიებს, როგორ მოხვდა სასამართლო დარბაზში მომწამლავი ნივთიერება.
1992-95 წლების ომში პრალიაკის მეთაურობით ბოსნიელი ხორვატები და მუსლიმები ქალაქ მოსტარისთვის 11 თვის განმავლობაში ომობდნენ.