ხორვატი გენერალი, რომელმაც სასამართლოში საწამლავი დალია, გარდაიცვალა

კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებული ხორვატი გენერლის, სლობოდან პრალიაკის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენილმა გენერალმა, სააპელაციო ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ საწამლავი დალია. დაუდგენელი სითხის მიღებამდე კი სასამართლოს მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ის სამხედრო დამნაშავე არ არის.

სლობოდან პრალიაკი სასამართლო დარბაზიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

1990-იან წლებში ბოსნია -ჰერცოგოვინას ომის დროს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, გენერალ სლობოდან პრალიაკს სასამართლომ 2013 წელს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას მუსლიმების დევნაში, მკვლელობასა და დეპორტაციაში ედება ბრალი.