პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს
საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ მიუხედევად არაერთხელ გაჟღერებული მოწოდებისა, საქმის მასალებს არ გაცნობიან.