პროკურატურა მერაბ მორჩაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
პროკურორის განმარტებით, საქმეში მორჩაძის ბრალის დამადასტურებლად არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის ფარული მასალა.
ადვოკატი კი, აღკვეთის ღონისძიების სახით მორჩაძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლო მსჯელობს. მორჩაძეს ბრალი სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გუშინ წარედგინა, რაც მოწმეზე ზემოქმედებასა და სანაცვლოდ ფულის შეთავაზებას გულისხმობს.