პროგრამა „დანერგე მომავალი“ დაფნის ბაღების გაშენებაზეც გავრცელდება, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„მზარდია დაფნის ექსპორტი, ახალ ბაზარზე შედის ქართული დაფნა. ეს არის კულტურა, რომელზეც მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება. საქართველოს ოდითგანვე ჰქონდა ამ კულტურის წარმოების ტრადიციები, თუმცა ჩვენი გეოგრაფია მნიშვნელოვანწილად გაიზარდა და ერთი ან ორი ქვეყნის ნაცვლად, დღეს ქართული დაფნის ექსპორტი ხორციელდება როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ისე ევროპის ქვეყნებში. ცალსახად იმ ახალ თანამედროვე საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით გაჩნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ იყო სანედლეულე ბაზრის სიმწირე და ნედლეულის საჭიროება, ამიტომ უფრო პროფესიული, უფრო კომერციული ბაღების გაშენების ხელშესაწყობად, პროგრამა „დანერგე მომავალი“, არსებული პირობებით, დაფარავს დაფნის კულტურასაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.