პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე რეგისტრაცია 10 აგვისტომდე იწარმოებს, ხოლო სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე ერთიანი რეგისტრაცია 20 მაისიდან 10 აგვისტომდე იწარმოებს, ხოლო სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება.
მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურად ემზადებიან სტუდენტთა მიღებისთვის, ამუშავებენ პროგრამებს და გადიან ონლაინავტორიზაციას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით.
„პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან (სადიპლომო) პროგრამებზე ერთიანი რეგისტრაცია იწარმოებს 20 მაისიდან 10 აგვისტომდე, ხოლო სწავლა დაიწყება 12 ოქტომბრიდან. იგეგმება 8 000-მდე ადგილის შეთავაზება. საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულ პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო პროცესი აღდგება ე.წ. შემსუბუქების გეგმის მეექვსე ეტაპიდან“, – ნათქვამია ანგარიშში.