პროექტი „ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს“ ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა
პროექტი „ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს“ ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა.
ანსამბლი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ერთსაათიანი პროგრამით წარდგა, სადაც საეკლესიო საგალობლები, სარიტუალო-საწესჩვეულებო და შრომის პროცესის გამომხატველი სიმღერები შეასრულა.
პროექტი „ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს“ კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში 15 ივლისიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა 15-მდე ინდივიდუალურმა, საოჯახო თუ თბილისურმა ანსამბლმა მიიღო.
პროექტის მიზანს უცხოელ ტურისტებში ქართული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
დასკვნით კონცერტთან ერთად, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექცია „ეს ჩემი საქართველოა“ და თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის სასწავლებლის უნიკალური სამოსელის კოლექცია იყო წარმოდგენილი.