პროექტი Dinner with Georgia პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების ვერცხლის პრიზიორია
პროექტი Dinner with Georgia პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების ვერცხლის პრიზიორია

პროექტმა Dinner with Georgia, რომელიც მეექვსემემილიონე ტურისტს ეხებოდა, კიდევ ერთი ვერცხლის ჯილდო მოიპოვა ლონდონში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო დაჯილდოებაზე Eurobest.

Eurobest არის ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო ფესტივალი, რომელიც ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. შარშან ფესტივალი რომში იყო, წელს ლონდონში გაიმართა.

პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებს შორის პროექტმა Dinner with Georgia -მ  საკმაოდ ბევრი ჯიდლო დააგროვა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული კანის ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის ჯილდო იყო, წელს კი ვიდეო რგოლმა Eurobest – ის ვერცხლის ჯილდო პიარის კატეგორიაში მოიპოვა.

ვიდეორგოლი ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივით, სარეკლამო კომპანიამ Windfor’s-მა  გადაიღო. ის საქართველოში მეექვსიმილიონე საერთაშორისო მოგზაურის შემოსვლას მიეძღვნა.


საქართველოში შემოსული ექვსი მილიონი ტურისტიდან ბოლო ჰოლანდიელი სტუმარი ჯასპერ ბლექი აღმოჩნდა, რომელსაც ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული პატივით დახვდნენ.

“ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან გვეამაყება, რომ ამ პროქტმა ამხელა წარმატება მოგვიტანა წლის განმავლობაში, რაც ACAG – ის (Association of Communication Agencies of Georgia), ოფიციალურ რეიტინგში, სადაც საქართველოს მოწინავე კრეატიული სააგენტოები შედიან,  პირველი სააგენტოს სტატუსის მოპოვებასა და შემდეგ პოზიციის გამყარებაში დაგვეხმარა”,- აცხადებს პირველ არხთან ინტერვიუში კომპანია „ ვინდფორსის” კომუნიკაციების მენეჯერი ლევან ჩიკვაიძე.