პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი - ისრაელის მოსახლეობას და პალესტინელებს უფლება აქვთ, საკუთარი მიწა ჰქონდეთ
ისრაელის მოსახლეობას და პალესტინელებს უფლება აქვთ, საკუთარი მიწა ჰქონდეთ – ამის შესახებ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა გამოცემა Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.
სალმანის თქმით, საუდის არაბეთს ებრაელებთან პრობლემა არ აქვს და ისრაელთან ბევრ საერთო ინტერესს იზიარებს.
„მჯერა, რომ ყველა ერს ნებისმიერ ადგილზე აქვს უფლება, მშვიდად იცხოვროს საკუთარ ქვეყანაში. მაგრამ, ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა და ნორმალური ურთიერთობები“, – აღნიშნა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა.
2017 წელს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თელ-ავივთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად ელ-რიადმა ე.წ. საგზაო რუკა შეიმუშავა.