პრინცი ფილიპი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ბიბისი“ ედინბურგის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ედინბურგის ჰერცოგის სამედიცინო ცენტრში გადაყვანა პროფილაქტიკურ ზომებს უკავშირდება.
ედინბურგის სასახლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრინცმა ფილიპმა პროფილაქტიკური კვლევის ჩატარება პირადი ექიმის რჩევით გადაწყვიტა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ედინბურგის 98 წლის ჰერცოგი 2017 წლის შემდეგ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს თავს არიდებს.