პრინცი ფილიპი მადლობას უხდის ყველას, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული
ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი მადლობას უხდის ყველას, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.
პრინცმა მადლობა გადაუხადა ექიმებს და მეცნიერებს, რომლებიც საკუთარი საქმით ცდილობენ, ადამიანები კორონავირუსისგან დაიცვან. ასევე ფოსტის თანამშრომლებს, სუპერმარკეტებში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ არსებულ რეალობაში ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას.
პრინცი ფილიპი ამ ეტაპზე ბექშირში, უინძორების რეზიდენციაში დედოფალთან ერთად ცხოვრობს.