ბრიტანეთის ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პრინცი ფილიპი საბერძნეთის კუნძულ კორფუზე 1921 წლის 10 ივნისს დაიბადა.
ედინბურგის ჰერცოგი სამეფო საზღვაო ფლოტს იუნკრის სტატუსით 1939 წელს შეუერთდა და მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა.
პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის ნიშნობა დედოფლის 21-ე დაბადების დღეზე, 1947 წლის ივლისში გამოცხადდა. ოთხი თვის შემდეგ, 20 ნოემბერს ისინი ვესტმინსტერის სააბატოში დაქორწინდნენ. სამეფო წყვილს ოთხი შვილი შეეძინა.
წლების განმავლობაში პრინცი ფილიპი აქტიური იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ედინბურგის ჰერცოგი 780-ზე მეტი ორგანიზაციის მფარველი, პრეზიდენტი ან უბრალოდ წევრი იყო.
2017 წლის ნოემბერში პრინცმა ფილიპმა და დედოფალმა ქორწინების 70 წლისთავი აღნიშნეს.