პრინც ფილიპს დღეს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში დაკრძალავენ
დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლეს, პრინც ფილიპს დღეს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში დაკრძალავენ.
ცერემონიალს მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება, ძირითადად, სამეფო ოჯახის წევრები. სტუმრების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება.
ცერემონიალი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
გაერთიანებული სამეფოს დედოფლის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.