პრინც ფილიპს დღეს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში დაკრძალავენ
პრინც ფილიპს დღეს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლეს, პრინც ფილიპს დღეს​ უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში დაკრძალავენ.

ცერემონიალს მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება, ძირითადად, სამეფო ოჯახის წევრები. სტუმრების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება.

ცერემონიალი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.