პრეზიდენტის სასახლეში უცხოური მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მიღება გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში, „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულის ფარგლებში, უცხოური მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა გამოცემების -„ფორბსის“, „ვოგის“, „ელის“ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ 90 სტუმარს მიმართა და ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ქართული მოდის ინდუსტრიის მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.
სასახლეში წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი დიზაინერის დათუნა სულიკაშვილის კოსტიუმები, რომლებიც საქართველოს პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე ეცვა.