პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს
პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს,  – ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ეწვევა ბრიუსელს, ბერლინს, ასევე პარიზს.

„არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, კერძოდ, ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ქვეყანა, რომლის ქალმა პრეზიდენტმა პირველმა მომილოცა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.  მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.