„პრეზიდენტის ნაძვის ხე“ 5 იანვარს, 17:00 საათზე, ზუგდიდში, სკეიტპარკში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს უმასპინძლებს.
„აღნიშნული საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იმართება, რომელიც საქართველოს რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.