პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ შეხვედრია
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი გიორგი მიროტაძე სალომე ზურაბიშვილს არ შეხვედრია.
ამის შესახებ მიროტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, მიროტაძის თქმით, საბჭოში წარდგენასთან დაკავშირებით შეხვედრა არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან ჰქონია.
რაც შეეხება მეორე კანდიდატ გიორგი ხიშტოვანს, მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან კი, ირიბი კომუნიკაცია ჰქონდა.
დეპუტატების წინაშე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს – გიორგი მიროტაძეს და გიორგი ხიშტოვანს უსმენენ.
გიორგი მიროტაძისა და გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურები პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.