საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე წარადგინა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ცნობით, შესაბამისი განკარგულება უკვე ხელმოწერილია.

თუ კანდიდატები პარლამენტის ნდობას მოიპოვებენ, ეროვნული ბანკის საბჭოში შევლენ და ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს ჩაანაცვლებენ. ამ ორ წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შვიდი წლის ვადით ირჩევს.

საბჭოში შვიდი წევრია: კობა გვენეტაძე, არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა, რობერტ სინგლეტერი, ვაჟა ჯანყარაშვილი და ნიკოლოზ ყაველაშვილი.