აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება.
ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.
განკარგულების მიხედვით, სხდომა 15 დეკემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.