პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
პროკურატურის ინფორმაციით, ანგი ხუციშვილი მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებული შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამავე თემაზე, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.