პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

11:59, 26.09.2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

პროკურატურის ინფორმაციით, ​ანგი ხუციშვილი მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებული შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

​​მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამოიკითხა.

მსგავსი