პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის გამო კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ 9 აპრილის ღონისძიება აპოლიტიკურია, არ ისახავს მიზნად არანაირი მოძრაობის დაფუძნებას
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის გამო კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ 9 აპრილის ღონისძიება აპოლიტიკურია, არ ისახავს მიზნად არანაირი მოძრაობის დაფუძნებას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიება, სადაც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას.

„ხვალ, 9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.