პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 აპრილს პრეზიდენტი ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, ღონისძიება აპოლიტიკურია, მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 აპრილს პრეზიდენტი ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, ღონისძიება აპოლიტიკურია, მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ღონისძიება აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყლიბებას.

„9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს მასპინძლობს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, აქვე განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა, დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.