პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დიმიტრი ლეჟავას მრჩევლად დანიშვნისას ადმინისტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
ადმინისტრაცია განმარტავს, რომ დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის 8 ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.