პრეზიდენტის ადმინისტრაცია – დიმიტრი ლეჟავას მრჩევლად დანიშვნისას ადმინისტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა

17:49, 20.08.2019

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

ადმინისტრაცია განმარტავს, რომ დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის 8 ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

მსგავსი