პრემიერის ანგარიში - ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება
მთავრობის ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება.
პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ, 2023 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 7,072,220 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 75.6% აღდგენის მაჩვენებელია.
„საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი 4,669,467 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 91.9% აღდგენის მაჩვენებელი და 2022 წელთან შედარებით 27.8%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აღდგენის დინამიკა სტაბილურობას განაგრძობს − 2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,300,551-ით განისაზღვრა, რაც 2019 წლის მონაცემების 80.4% აღდგენაა. ტურისტული ვიზიტების შემთხვევაში კი რაოდენობამ 2019 წლის მონაცემებს 6.4%-ით გადააჭარბა (938,644 ტურისტული ვიზიტი)“, – ნათქვამია დოკუმენტში.