პრემიერ-მინისტრთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრის შემდეგ განცხადება გაკეთდება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრის შემდეგ განცხადება გაკეთდება.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ გააკეთებს განცხადებას.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. მათ შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს შეხვდებოდა. მისი თქმით, შეხვედრას შს მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაესწრებიან.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა.
ცოტა ხნის წინ ზაზა სარალძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ მივიდა, თუმცა განაცხადა, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებდა. მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან აქციების ერთ-ერთი ორგნიზატორი ზვიად კუპრავა და პოლიტიკოსები.