საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს გიორგი ჭოლაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
აღნიშნული სტრუქტურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ არსებობდა და მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ შეიქმნა.
პრემიერის აპარატს დაექვემდებარება პიარის, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურები.
გიორგი ჭოლაძე მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში სამინისტროს აპარატს ხელმძღვანელობდა.