პატრიარქი ფილარეტი - ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს
პატრიარქი ფილარეტი - ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს

საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს ისტორია, რადგან უკრაინის ეკლესია ამჟამად მსგავსი ისტორიის წინაშეა, – ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა, ფილარეტმა „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

ფილარეტის თქმით, უკრაინას ახსოვს, რომ რუსეთის სახელმწიფომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაანადგურა და თბილისში რუსი ეგზარქოსი დანიშნა.

„რა გვსურს ჩვენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან? გვსურს, რომ როდესაც უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს, საქართველოს ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ლოცვით ერთობაში შევიდეს. ჩენ ამის მიზეზი გვაქვს, რადგან ქართველი ერი ისევე უჭერს მხარს უკრაინელ ერს, რამდენადაც უკრაინელი ერი უჭერს მხარს ქართველ ერს. ამის საფუძველზე, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა პატრიარქმა ფილარეტმა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკფალიის მინიჭების გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მიიღო.