პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პორტუგალია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა ადასტურებს, რომ პორტუგალია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის.
„როიტერის“ ცნობით, ანტონიუ კოშტას არ დაუზუსტებია, როდის და რა რაოდენობის ტანკები გადაეცემა კიევს.
როგორც პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანიასთან სათადარიგო ნაწილების შეძენაზე, რომლებიც საჭიროა პორტუგალიის კუთვნილი ტანკების შესაკეთებლად.
პორტუგალიას არმიის შეიარაღებაში Leopard 2A6-ის ტიპის 37 ტანკი აქვს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, მათი უმეტესობა უმოქმედოა.
პორტუგალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ქვეყნის ეროვნულ სამხედრო პოტენციალს აღჭურვილობის თვალსაზრისით საფრთხეს არ შეუქმნის.