პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ტყის ხანძარს ებრძვიან. „როიტერის“ ინფორმაციით, დამწვარია ოთხი სახლი, 20-ზე მეტი კი საფრთხის ზონაშია.
ხანძრის ლოკალიზებას ამ დროისთვის 1000 ზე მეხანძრე სპეციალური ტექნიკით ცდილობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და პორტუგალიის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.
გავრცელებული ვერსიით, პორტუგალია ოთხ სახანძრო ვერტმფრენს რამდენიმე საათში ესპანეთისგან და საფრანგეთისგან მიიღებს.
ხანძრის გამო პოლიციამ ლისაბონისა და პორტოს დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა. რამდენიმე სოფლიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის 30 გრადუსს აჭარბებს და, სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.