პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის საყრდენი ნახევარმცველი დაკარგა.
„პორტუს“ ფეხბურთელი დანილო პერეირა აქილევსის მყესის ნაწილობრივი გაწყვეტისთვის მუნდიალზე ვერ ითამაშებს.
გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველი თამაშს მინიმუმ 4 თვე ვერ შეძლებს.
დანილო პერეირა ევროპის 2016 წლის ჩემპიონია. პორტუგალიის ნაკრებში მას 27 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი. ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში ძირითადად, ვილიამ კარვალიუს დუბლიორად მოიაზრებოდა.