პორტუგალიას მუნდიალისთვის ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

20:26, 04.04.2018

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის საყრდენი ნახევარმცველი დაკარგა.

„პორტუს“ ფეხბურთელი დანილო პერეირა აქილევსის მყესის ნაწილობრივი გაწყვეტისთვის მუნდიალზე ვერ ითამაშებს.

გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველი თამაშს მინიმუმ 4 თვე ვერ შეძლებს.

დანილო პერეირა ევროპის 2016 წლის ჩემპიონია. პორტუგალიის ნაკრებში მას 27 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი. ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში ძირითადად, ვილიამ კარვალიუს დუბლიორად მოიაზრებოდა.

მსგავსი