ინტერნეტის სიიაფით საქართველო მსოფლიოს ათეულშია
ინტერნეტის სიიაფით საქართველო მსოფლიოს ათეულშია

ინტერნეტის სიიაფით საქართველო მსოფლიოს ათეულშია. პორტალ Statista-ს მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს.

ამ გათვლებით, საქართველოში მოქალაქეები ინტერნეტში თვეში საშუალოდ 16.68 აშშ დოლარს ხარჯავენ.

სტატისტიკა 196 ქვეყანას მოიცავს. ყველაზე იაფი ინტერნეტი ირანშია (საშუალო დანახარჯი 5.37 დოლარი). ათეულში მოხვდნენ უკრაინა, რუსეთი, მოლდოვა, სირია, ეგვიპტე, ბელარუსი, რუმინეთი და ყაზახეთი. ყველაზე ძვირია ფართოზოლოვანი ინტერნეტი აფრიკულ ბურკინა ფასოში (961.22 დოლარი).