პოროშენკო დარწმუნებულია, რომ გაერო ყირიმთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც რუსეთი ოკუპანტად იქნება მოხსენებული
პოროშენკო დარწმუნებულია, რომ გაერო ყირიმთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც რუსეთი ოკუპანტად იქნება მოხსენებული

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ გაერო ყირიმთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც რუსეთი ოკუპანტ ქვეყნად იქნება მოხსენებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ჩემი მონაწილეობა და რიგ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრა ჩვენი სახელმწიფოს სოლიდარობის და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის გარანტი გახდა. გაერო ყირიმთან დაკავშირებით აუცილებლად მიიღებს რეზოლუციას. დოკუმენტში კი რუსეთი მოხსენებული იქნება, როგორც სახელმწიფო, რომელმაც უკრაინის ტერიტორიის ოკუპირება განახორციელა”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დიპლომატებს ყირიმთან დაკავშირებით ახალი რეზოლუციის შემუშავება დაავალა. ოფიციალური კიევი ყირიმელი თათრების უფლებების უხეში დარღვევის შესახებ არსებულ საკითხს წამოსწევს.