პოლონური მედიის ცნობით, სასაზღვრო ღობეზე გასასვლელის გაკეთების დროს ბელარუსი ჯარისკაცი პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა მესაზღვრეების მიახლოებისას ტერიტორია დატოვა
პოლონური მედიის ცნობით, სასაზღვრო ღობეზე გასასვლელის გაკეთების დროს ბელარუსი ჯარისკაცი პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა მესაზღვრეების მიახლოებისას ტერიტორია დატოვა

სასაზღვრო ღობეზე გასასვლელის გაკეთების დროს ბელარუსი ჯარისკაცი პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის არმიის ჯარისკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა პოლონელი მესაზღვრეების მიახლოებისას ტერიტორია დატოვა. ბელარუსმა სამხედრომ ღობის გაჭრა ვერ შეძლო, ღობე მხოლოდ ოდნავ დაზიანდა.

ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც უნიფორმიანი მამაკაცი ღობის გაჭრას ცდილობდა. მანამდე მსგავსი ქმედებები არაერთხელ მოხდა, მაგრამ მაშინ ინციდენტში სამოქალაქო ტანსაცმლით გამოწყობილი ადამიანები მონაწილეობდნენ.

პოლონელმა მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ გასული დღის განმავლობაში მათ ბელარუსიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის 95 მცდელობა აღნუსხეს.