პოლონური მედია - საფრანგეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ბლოკავს
საფრანგეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ბლოკავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების შესახებ ევროკავშირმა მარტში მიიღო, რომელიც ორი მილიარდი დოლარის ევროპის მშვიდობის ფონდიდან გამოყოფას გულისხმობდა.
„ფრანგებმა დაბლოკეს ევროკავშირის გადაწყვეტილება მეორე მილიარდი ევროს შესახებ. პროექტში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მასალის ანაზღაურება უკრაინის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე უნდა მოხდეს, თუმცა პარიზს სურს, ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკოს ეს დებულება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ მიიღოს დახმარება იმ მასალებზე, რაც მათ არ მოუთხოვიათ. საბრძოლო მასალებზე მიღებული გადაწყვეტილების გარდა, საფრანგეთს სურს, რაკეტების მიწოდების ანაზღაურების შესაძლებლობა დაამატოს,“- აღნიშნა კონფიდენციალურმა წყარომ პოლონურ გამოცემასთან.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა საფრანგეთის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, მათ შორისაა პოლონეთი.