პოლონეთთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებების გამო, პოლონეთში რუსეთის ელჩს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ
პოლონეთთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებების გამო, პოლონეთში რუსეთის ელჩს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ.
პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ სტალინმა პოლონეთს მიწები აჩუქა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, „სტალინი იყო ომის დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ასიათასობით პოლონელის სიკვდილზე“.
„ისტორიული სიმართლე სადავო არ არის. რუსეთის ფედერაციის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.