პოლონეთთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებების გამო, პოლონეთში რუსეთის ელჩს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ

14:29, 22.07.2023

პოლონეთთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებების გამო, პოლონეთში რუსეთის ელჩს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ.

პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ სტალინმა პოლონეთს მიწები აჩუქა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, „სტალინი იყო ომის დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ასიათასობით პოლონელის სიკვდილზე“.

„ისტორიული სიმართლე სადავო არ არის. რუსეთის ფედერაციის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ“,  – განაცხადა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

მსგავსი