პოლონეთში უკრაინის ელჩი  პოლონეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინული მარცვლეულის გადმოყრისთვის დამნაშავეები დასაჯონ
პოლონეთში უკრაინის ელჩი პოლონეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინული მარცვლეულის გადმოყრისთვის დამნაშავეები დასაჯონ

პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი პოლონეთის ხელისუფლებას და პოლიციას მოუწოდებს, ტონობით უკრაინული მარცვლეულის გადმოყრისთვის დამნაშავეები დასაჯონ. ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს.

ზვარიჩის თქმით, ამგვარი ბარბაროსული ქმედებების ჩამდენი პირები ზიანს აყენებენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთსაც.

„მივმართავ პოლონეთის ხელისუფლებას და პოლიციას თხოვნით, გააკეთონ ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი, რათა იპოვონ და სამართლიანად დასაჯონ ასეთი სამარცხვინო ქმედებების ჩამდენი დამნაშავე პირები“, – წერს უკრაინის ელჩი.

შეგახსენებთ, 25 თებერვლის ღამით პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე გაჩერებული ვაგონებიდან 160 ტონა უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს. ეს უკრაინული მარცვლეულის დაზიანების უკვე მეოთხე და ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.