პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
„ეს არჩევნები განსაზღვრავს ვარშავის ურთიერთობებს ევროკავშირთან იმ დროს, როდესაც ის აღმოსავლეთ საზღვარზე მზარდი დაძაბულობის წინაშე დგას. არჩევნები ასევე გადაწყვეტს, თუ ვინ უხელმძღვანელებს ნატო-ს წევრსა და უკრაინის მთავარ მოკავშირეს მის აღმოსავლეთ საზღვარზე არასტაბილურობის მზარდი პერიოდის განმავლობაში. ბელარუსში „ვაგნერის” ჯგუფის დაქირავებულთა ყოფნისა და მიგრანტების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გაზრდის ფონზე, მე გადავწყვიტე, რომ ეს არჩევნები 2023 წლის 15 ოქტომბერს დამენიშნა”, – განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონეთის მომავალი თითოეული მოქალაქის საქმეა და მოუწოდა მათი უფლების გამოყენებისკენ.