პოლონეთში MiG-29 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას მფრინავი ემსხვერპლა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც 22-ე ტაქტიკურ საავიაციო ბაზას ეკუთვნოდა, ღამე საწვრთნელ მისიას ახორციელებდა.
სამხედრო თვითმფრინავი ვარმია-მაზურის პროვინციაში, სოფელ პასლეკის მახლობლად ჩამოვარდა. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა მისი გარდაცვალება დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, მფრინავმა 850 საათი იფრინა და როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას.