პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სამართალდამცველები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელფასებისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების ზრდას, ასევე საპენსიო სისტემის ცვლილებას მოითხოვენ.
პოლიციელები უკმაყოფილო არიან კადრების სიმცირითაც. აქციას რამდენიმე ათასი სამართალდამცველი ესწრება. მათ შორის საპროტესტო აქციაზე დასასწრებად, რეგიონებიდან საგანგებოდ ჩასული პოლიციელებიც არიან.
სამართალდამცველების დემონსტრაციას სოლიდარობის ნიშნით, მაშველებიც შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, აგვისტოში პოლონეთის ქალაქ კამიენ-პომორსკიში ყველა სამართალდამცველი ბიულეტენზე ერთდროულად იმყოფებოდა. პროფკავშირების წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ მიზეზი კადრების სიმცირე და შესაბამისად, პოლიციელთა ზეგანაკვეთური შრომის გამო, მათი გადაღლილობა გახდა.