პოლონეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
პოლონეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

პოლონეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანა ვირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბრიტანულ ვარიანტთან ერთად, სამხრეთ აფრიკული ვარიანტიც გამოჩნდა“, – განაცხადა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 241 ინფიცირებული გარდაიცვალა. ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1 600 ათასს გადააჭარბა, ხოლო ვირუსმა 41 823 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.